ლექსები

ზოგს შენთან არ სურს ღამე ათიოს.
ზოგს შენი სუნთქვის სმენა აწუხებს.
ზოგს ისე სძულხარ სურს, რომ არ იყო,
ზოგსაც კი შენი ყოფნა ათრგუნებს.

სადაც არ არის შენი ადგილი
ნუ დაიმკვიდრებ იქ სახლს და ბინას.
ზოგს არ მოსწონდე იქნებ ჩავლილი,
იქნებ ზოგს უნდა გაყრიდეს მიწას.

მოისპო თითქმის სულ სიყვარული,
მართლა არ მჯერა, ეს სიმართლეა?
ბევრის ცხოვრებით მაქვს სიხარული,
ბევრის ღიმილი კი, სიყალბეა.


მაგრამ, მე რა ვქნა, რომ ვრჩები ასე,
სულ გარიყული, სულ დაჩაგრული?
მე იმედებით გული მაქვს სავსე
და გასაღები მაქვს დაკარგული...


5 თებერვალის ღამე. 2019 წ.

ამირან ზარნაძე
--------------------------------------
/ხევსურულ მოტივებზე აღწერილი დღევანდელობა/

მიჰქრის, მიელავს საწუთრო,

ცხოვრებამ მიჰყო დევნასა,
დღეს ერთის ტირილს, ხვალ ასის,
გაიგებთ კაცის კვნესასა...
ოხუნჯაობენ ამჯერად
ისევ და ისევ ცდუნებით.
ცოცხალსა მითხარ რა შეგვრჩა?
მკვდარნი საფლავში ვხუნდებით.
გაიწიოკეს მთა-ბარი,
ძუძუმტეები ომობენ,
ხალხს ვეღარ ნახავთ, რომელნიც,
მიწა-წყლისთვისა ბრძოლობდნენ.
წყევლა დაგვეცა თავზედა
ქარაფისაკენ ვიძრებით
თმები მტერს უდგას ყალყზედა
შესაფრად სოროს მივძვრებით!
ვახ, ჩემო, ტურფა სამშობლო,
წარსულით გვეამაყები...
აბა, აწმყოზე რაღა ვთქვათ
ვინღა გვიჭედოს ხანჯლები?!
სად იყო ჩვენში იმჯერად
ძილში მოკლული შვილები?
სისხლის ტბა იდგა მიწებზე
აწ, ამას ვერ დაგპირდები!
ჯიქურ და ჯიქურ დავდივართ,
კარგს ვერსაითა ვერ ვამჩნევთ.
საომრად აღარც ვარგივართ
ჰა, დიდი-დიდი, თუ დავლევთ.
უპატრონ ქვეყანაშია,
მითხარ, რას ელი ჭაბუკო?
მარტოდ იკაფე გზა-გკვალი,
ეცადე ნურღა გაბუქო.
ხალხი გაწვდილი ხელებით
ლუკმისა ფულსა ელიან
სამთავროში კი ილხენენ
ჭამა-სმითაი ძღებიან!
ამას რა ჰქვია? მითხარით,
მარად ეს შეგვრჩა ბედია?
მხოლოდ წინ გვიწევს თვალები,
-უკანა გაგვიხედია?!
რამდენ ჭირ-ვარამს გავუძელთ
-"ძლევაი საკვირველია".
ახლა კარები დავხურეთ
და ჩაგვრა გაგვკვირვებია.
რა გითხრა ჩემო სამშობლო?
ყველა ჯაბანი აქ არი,
"სხვა საქართველო კი არა,
თვით საქართველო სად არი?!"

ამირან ზარნაძე
--------------------------------------------

"და საუკუნედ რიგს თვლის მუმია: მზიანი დღეა თუ სამუმია."
                                                                    -გალაკტიონი

ამის პასუხს მე ვერ გეტყვით
პასუხი მჭირდება თქვენი
და მოყვარე შეიყვარე
როგორც თავი გიყვარს შენი.

ჭამე, ლოცვა თქვი, გიყვარდეს.
ამ ლექსს დარიგებად ჩავთვლი.
ცუდი რამდენიც აკეთო,
მე მას არასოდეს დავთვლი.

მხოლოდ გირჩევ
არ იპარო, არა კაც ჰკლა, არ იმრუშო
ისე მოიქეცი, შენი,
ქცევა იყოს სანიმუშო.

ამას ათი მცნებაც ამბობს,
მაგრამ შეხსენებაც გინდა
ამას ღმერთიც კი გიამობობს,
მაგრამ მწერალს ლექსად მინდა.

უმადური ნუ იქნები
ნუ იქცევი ეშმაკად
გრძნობებს მიეცი ნება, რომ
ამოხეთქონ ერთბაშად.

ასეთია დარიგება
ბოროტად ნუ იქცევი
მიწა იყავ, მიწად მოხვედ
მიწად გადაიქცევი.

ლუკა გიორგაძე. 26 დეკემბერი.

------------------------------------------------------

ჩემი რეალიზმი

ხდება ნატვრები, ხდება სიზმრები,
ხდება კაცისთვის დანის ჩაცემა,
შენ, ბედის გზებო, თუ გეზიზღები,
ალბათ გადაწყვეტ კარის ჩაკეტვას.

არის ამქვეყნად განცდა, ტკივილი,
არის უმიზნოდ ფეხის გადადგმა,
მე ჩემი ჩრდილის გვერდით სულ ვივლი,
აჰა, დამიწყო გულმაც გადაღლა.


კვდება სიზმრები, კვდება სიცოცხლე,
კვდება დღეები - უიარაღოდ...
რამდენიც გინდა მიდი, იბრძოლე
- გადაიქცევი მუნჯ სასაფლაოდ!

ამირან ზარნაძე
31.03.2019 წ.
------------------------------

მწვანე თვალები

ფუნჯით მინდა რომ დაგხატო
ფაფუკ ტილოზე აგსახო
მწვანე თვალები ბრწყინავდა
ჩემი გული კი გმინავდა

მაგ თვალებში რომ ჩაგხედავ
ჩუმად ვიტყვი ო,რას ვხედავ
ანგელოზს გავხარ ლამაზო
მზეს მინდა რომ შეგადარო

წუთისოფელი მოკლეა
ხვალ ან ზეგ სხვანი მოვლიან
არცერთი წამი არაა
დასაკარგავი დროიდან 

ვარსკვლავთ წვიმა რომ წამოვა
მინდა ოცნებად გინატრო
მინდა რომ მითხრა რამდენჯერ
რამდენჯერ  უნდა მინატრო

გარეთ გამოდი შეხედე
რა ლამაზია ეს ზეცა
შენზე ლამაზი არ არის
ეს შენც იცი და მეცა.

უცნობი ავტორი
--------------------------------------------
გაზაფხულის შრილით დაიღალა ვერხვა, სიყვარული უნდოდა, უნდოდა და ვერ თქვა, ყველას ჰგონებს, ყველას ესმის შრიალი და ვერხმა, ყველა ფიქრობს შრიალით დაიღალა ვერხვა. ეს ამდენი მცდელობით დაუძლურდა ვერხვა, წარმატებაც უნდოდა, უნდოდა და ვერ თქვა, ბევრსა ჰგონებს, ბევრსაც ესმის შრიალი და ვერცდა, ყველა ფიქრობს მცდელობით დაუძლურდა ვერხვა. შემოდგომის სევდით მოიწყინა ვერხვამ, ჩახუტება უნდოდა, უნდოდა და ვერ თქვა, არვის სტკივა, არვის ესმის შრიალი და ვერბნა, არვინ ფიქრობს სევდით მოეწყინა ვერხვას. უცოდველი ცხოვრება გაეცალა ვერხვას, სიკვდილი არ უნდოდა ან უნდოდა და ვერ თქვა, ვერას ცდილობს, ვერას იბრძვის შრიალი და ვერქმნა, ალბათ ფიქრობს ცხოვრება გამეცალა ვერხვას. სუსხიანი ზამთრით გაიყინა ვერხვა, თვითმკვლელობა უნდოდა, უნდოდა და ვერ თქვა, ყველა ხვდება, ყველამ იცის ვერშრიალი, ვერთქმა, ალბათ უკვე დრო მოვიდა, რომ მოგვეჭრა ვერხვა.

გუჩისტყაოსანი
----------------------------------------------------------------~














No comments:

Post a Comment